ფოლკლორის ცენტრის ეზოში  ანსამბლ „იალონის“ კონცერტი გაიმართება

23 სექტემბერს, 20:00 საათზე, კამპანიის – „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ფარგლებში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში  ანსამბლი „იალონი“ კონცერტს გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაზე შესრულდება ხალხური სიმღერები.
ფოლკლორის ცენტრის გალერეაში 30 სექტემბრის ჩათვლით წარმოდგენილი იქნება ფოტოები, ტრადიციული სამოსის ნიმუშები, სამუზეუმო ექსპონანტები, ნაქარგობები, მინანქარში შესრულებული საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამოსისა და თექის ნიმუშები.
2001 წელს ქართულ მრავალხმიანობას იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
მხარდამჭერები: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი; TV Imedi, წმინდა მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი; „ეკო გარდენი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები