„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019“ – ლექსიკოგრაფიული პროდუქციის გამოფენა გაიმართება

23 სექტემბერს, 14:00 საათზე, თსუ 115-ე ოთახში ლექსიკოგრაფიული პროდუქციის გამოფენა გაიმართება.  გამოფენა „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019“-ის ფარგლებში ტარდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოიფინება არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოგრაფიული პროდუქცია – გამოფენა და პრეზენტაცია – ფერეიდანული, იმერული, თუშური დიალექტების კორპუსული ლექსიკონები, ქართულ-აფხაზურ-ინგლისური, ქართულ-ოსურ-ინგლისური სიხშირული ლექსიკონები, სვანური და ლაზური ლექსიკონები, ჩერქეზული, ბეჟიტური, უდიური, ლაიჯური, ბასკური ლექსიკონები.
ორგანიზატორია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამოფენის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები