“დავასუფთავოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო” – საქართველო დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას უერთდება

საქართველო დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ უერთდება.

როგორც “კვირას” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, კამპანიის პარალელურად, საქართველოში პროექტი – „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ხორციელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, კამპანიას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები – მსახიობები, სპორტსმენები და მედიის წარმომადგენლები შეუერთდნენ. მათი ინიციატივით, დასუფთავების აქცია ფშავის ხეობაში, მდ. არაგვის პირას გაიმართა.
დასუფთავების აქციებმა ქვეყნის მასშტაბით 1000-მდე ლოკაცია მოიცვა. კამპანიას ეროვნული სატყეო სააგენტოს 9 რეგიონული სატყეო სამსახურის თანამშრომლები შეუერთდნენ.
პროექტებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), ადგილობრივ და შვედ პარტნიორ-ორგანიზაციებთან, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირთან „ორქისი“, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები