ანდრია გვიდიანი: შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, ისედაც მძიმე სოციალურ პირობებში, მავნებლობაა

“შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, ისედაც მძიმე სოციალურ პირობებში, მავნებლობაა”,- ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს. ის იმედს გამოთქვამს, რომ ამ ინიციატივას დეპუტატები არ განიხილავენ.

“რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი საქმეა ადამიანები საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესებას როგორ შეძლებენ? ვინ გეკითხებათ ადამიანი სად იმუშავებს? ვინ რამდენ საათს იმუშავებს? ადამიანები რას გააკეთებენ იმისთვის, რომ რამენაირად თავიანთი შემოსავალი გაზარდონ? რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი საქმეა ადამიანები საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესებას როგორ შეძლებენ? ამ ინიციატივის გატანა უბრალოდ არ შეიძლება! იმედი მაქვს, დეპუტატები უბრალოდ გონებას დაძაბავენ (ცოტათი) და არც კი განიხილავენ ამ არაადეკვატურ ინიციატივას”,- წერს ანდრია გვიდიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

ცნობისათვის, ბიზნესასოციაციის ინფორმაციით, საქართველოს შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები, რომელთა განხილვის დაწყება უახლოეს პერიოდში იგეგმება, სხვა საკითხებთან ერთად, შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს: სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზუდვა/აკრძალვა, შეთავსებით მუშაობის აკრძალვა, სტაჟირების შეზღუდვა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისათვის შეზღუდვების დაწესება და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები