გულია გოცირიძემ მეეზოვეებს პროფესიული დღე მიულოცა

0

თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე მეეზოვეებს შეხვდა, პროფესიული დღე მიულოცა, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ამ დღესთან დაკავშირებით, დეპუტატის სამაჟორიტარო ოლქში მომუშავე 25 მეეზოვე შეირჩა.
„ ეს ადამიანები ყველამ უნდა დააფასოს. ისინი გათენებამდე იწყებენ ქალაქზე ზრუნვას. მიხარია, რომ ტრადიციად იქცა მეეზოვეებისათვის პროფესიული დღის მილოცვა. დღეს ჩვენ, ამ სამსახურში დასაქმებულ გამორჩეულ და მრავალშვილიან თანამშრომლებს სიმბოლური საჩუქრები გადავეცით,“- განაცხადა დეპუტატი.
გულია გოცირიძე გლდანის რაიონის დასუფთავებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი