ზაალ ჩხეიძის საჯარო ლექცია – „დიდი ქალაქის ჩირაღდნები“ გაიმართება

20 სეტემბერს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მწერალი და პუბლიცისტი ზაალ ჩხეიძე საჯარო ლექციას – „დიდი (პატარა) ქალაქის ჩირაღდნები” გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ლექცია კონკურსს „შემოდგომის ლეგენდის” დაწყებას  უკავშირდება. მწერალი ოთხგვარი ქალაქის იდეაზე ისაუბრებს და ქართული ლიტერატურიდან პარალელებს გაავლებს.
ღონისძიება ლეგენდის ფარგლებში ზაფხულში გამართული მასტერკლასის „წერის არქიტექტურა“ მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიით დაიწყება.
ორი დღის განმავლობაში ტრენინგის 10-მა მონაწილემ წერის პრაქტიკული კურსი გაირა, საუბარი შეეხო წერის სტილს, შერჩეული თემის გაშლასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომელიც წერაში გვეხმარება.
მასტერკლასს თანამედროვე ქართველი მწერლები და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები – ლევან ბერძენიშვილი, ანნა კორძაია – სამადაშვილი, ნატო ინგოროყვა, დავით გაბუნია და ზაალ ჩხეიძე უძღვებოდნენ. მონაწილეებმა ტრენერებისგან ფინალური დავალებაც მიიღეს, ახალი მოთხრობები მასტერკლასის სპეციალურ ბროშურაში შევა, რომლის პრეზენტაციაც 2019 წლის „ლეგენდის“ დაჯილდოებაზე გაიმართება.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა ეზო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები