თიანეთს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 4 საბავშვო ბაღი შეემატა
მიმდინარე წელს, თიანეთის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 4 საბავშვო ბაღი შეემატა. როგორც “კვირას” მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს,საბავშვო ბაღები სოფელ სიმონიანთხევსა და დაბა თიანეთში აშენდა.
მათივე ინფორმაციით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელ ღულელებისა და სოფელ ჟებოტის საბავშვო ბაღებსაც;
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდებიდან დააფინანსა.
შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება 1 200 000 ლარს აღემატება.
