რას ყიდის და ყიდულობს საქართველო

სტატისტის ეროვნული ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში 430,6 მლნ.აშშ დოლარით პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, რაც მთელი ექსპორტის 17.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები – 381.5 მლნ. აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 15.8 პროცენტი), მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები – 207.1 მლნ. აშშ დოლარით (8.6 პროცენტი).
რაც შეეხება უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფს, პირველ ადგილზე აქ ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმაც – 474.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.3 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები – 423.8 მლნ. აშშ დოლარი (იმპორტის 7.4 პროცენტი), ხოლო მესამეზე სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – 375.4 მლნ. აშშ დოლარი (იმპორტის 6.6 პროცენტი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები