გიორგი გახარია: 2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში მოქალაქეებზე ორიენტირებული უნდა იყოს

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში მოქალაქეებზე ორიენტირებული უნდა იყოს. როგორც მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი ინფრასტრუქტურა და ინფრასტრუქტურული ხარჯებია.
„მინდა, რამდენიმე სიტყვით გითხრათ იმ ძირითად პრინციპზე, რომელზეც ყურადღება თითოეულმა თქვენგანმა უნდა გაამახვილოს. 2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში, უნდა იყოს ორიენტირებული მოქალაქეზე და, რა თქმა უნდა, აუცილებლად ყველამ უნდა გავითვალისწინოთ სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა.
​მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ინფრასტრუქტურა და ინფრასტრუქტურული ხარჯები, კაპიტალური ხარჯები ბიუჯეტში, რა თქმა უნდა, გაიზრდება. ესეც ძირითადად მიმართულია ჩვენი მოქალაქის მდგომარებაზე, ძირითადი საბაზისო ინფრასტრუქუტურის შექმნაზე. თუმცა ამას აქვს თავისი ეკონომიკური მნიშვნელობაც და ეკონომიკური ზრდისთვის არის ძალზედ მნიშვნელოვანი.
​ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ის, რომ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნება, ესეც მკაცრად იქნება გაკონტროლებული“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები