ზვიად ძიძიგური: ძალიან სამწუხარო ფაქტთან გვაქვს საქმე, რადგან მკვლელები აღმოჩნდნენ შეწყალებულთა სიაში

„ძალიან სამწუხარო ფაქტთან გვაქვს საქმე, რაც გამოიხატება იმაში, რომ მკვლელები აღმოჩნდნენ შეწყალებულთა სიაში. ეს არის ისეთი მოვლენა, როდესაც ისეთი ჰუმანური აქტი, რასაც შეწყალება ჰქვია, რაც გამთლიანებასა და ჰარმონიას უნდა იწვევდეს საზოგადოებაში, პირიქით, იწვევს უკმაყოფილებას”,- ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის” ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა განცხადება.
ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და აუცილებელია ამგვარი ტიპის მასალამ, რომელიც შეწყალებას ეხება, სათანადო ფილტრი გაიაროს.
„ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და ქალბატონი სალომეც დღეს გამობრძანდა და თქვა, რომ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება როგორც პრეზიდენტის და შეცდომებისგან არც მე არ ვარ დაზღვეულიო. მე მიმაჩნია, რომ როდესაც რამდენიმე ათასი ადამიანი მოგმართავს შეწყალების მოთხოვნით, ძნელია შემდეგ ეს გაფილტრო. ამან რაღაც ფილტრი უნდა გაიაროს. წინა პრეზიდენტის პირობებში კომისია არსებობდა, რომელი კომისიაც სწავლობდა ამ საქმეებს და დღეს, რამდენადაც ვიცი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასეთი კომისია არ არის. ამიტომ შეუძლებელია, რომ ასეთი ტიპის ზღვა მასალა სრულყოფილად და სწორად დამუშავდეს”,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები