დაპირისპირება სიძე-ცოლისძმას შორის ოზურგეთში – განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ი.მ. დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 27 დეკემბერს, ქ.ოზურგეთში დ.ნ.-ს შელაპარაკება მოუხდა მეუღლის ძმასთან ი.მ-სთან. აღნიშნულით განაწყენებულმა ი.მ.-მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით დ.ნ.-ს დანით ბეჭის, მხრის და გულმკერდის არეში დაზიანებები მიაყენა. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დ.ნ.-ს გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცველებმა ი.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ი.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები