ვანო ზარდიაშვილი: თუ პრეზიდენტს შეწყალების საკითხზე “გაუჩალიჩეს”, განმარტება უნდა გააკეთოს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ვანო ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის შეწყალებებთან დაკავშირებით, თუ ეს მას ვიღაცამ მოუწყო და „გაუჩალიჩა“, შესაბამისი განმარტება უნდა გაკეთდეს.
მისივე შეფასებით, ამ ამბავში პოზიტიური ფაქტი ისაა, რომ აღნიშნულ საკითხზე ყველა თანხმდება – დაიწყოს საკანონმდებლო რეგულაცია.
„ჩვენ გვახსოვს სააკაშვილისა და მარგველაშვილის შეწყალებები. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მათ შორის „ოცნების“ გუნდის წევრისთვის, მიუღებელია პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული ადამიანის შეწყალება. არსებობს კითხვები და ჩემი აზრით, თუ ეს ქალბატონ სალომეს ვიღაცამ მოუწყო და „გაუჩალიჩა“, მაშინ მან უნდა გააკეთოს განმარტება, ვინ იყო ეს პირი ან უნდა გაკეთდეს განმარტებები, რას ეფუძნებოდა ეს შეწყალებები. ეს საკითხი მთლიანად ნეგატიურია, ერთადერთი პოზიტივი ის აქვს, რომ ყველა ერთად, ოპოზიციაც და პოზიციაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციაც მზადყოფნას გამოხატავენ, რომ დავიწყოთ საკანონმდებლო რეგულაციებზე მუშაობა, რომ პრეზიდენტების ხასიათზე არ ვიყოთ დამოკიდებული. მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს „გაუჩალიჩეს“, – განაცხადა ზარდიაშვილმა.
ცნობისათვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წესები, რომლებიც შეწყალებას ეხება, უნდა გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები