სოფელ ოსიაურთან ნაღმი იპოვეს

0

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურთან ნაღმი იპოვეს. როგორც “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული იყვნენ გამნაღმველი ჯგუფები და ნაღმის გაუვნებელყოფა დროულად მოხდა.

“სოფელ ოსიაურთან აღმოჩენილი ნაღმი იყო ძველი, ადგილზე იმუშავეს გამნაღმველმა ჯგუფებმა და ნაღმის გაუვნებელყოფა აფეთქებით მოხდა“, – განაცხადეს უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი