ბოკერია მდინარაძეს: ქუჩური გარჩევების მომხრე არ ვარ, მაგრამ თუ ამ გზაზე დადგომა გინდათ, კი ბატონო

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებას „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია გამოეხმაურა და განმარტა, რომ სხდომათა დარბაზიდან გასვლა მედიაჩართვის გამო მოუწია.
„ბატონო მამუკა, მე არსად წავსულვარ, მედია – ჩართვა მქონდა, აქ ვაპირებ ყოფნას. პოლიტიკურად ერთდროულად მსხვერპლიც და მოძალადეც ვერ იქნებით. მე ქუჩური გარჩევების მომხრე არ ვარ, მაგრამ თუ ამ გზაზე დადგომა გინდათ, კი ბატონო. გიმეორებთ, თქვენგან განსხვავებით, ჩემი მიზანი თქვენი პოლიტიკური დამარცხებაა და არა – განადგურება. მორალურ დისკომფორტს გიქმნიდით და მომავალშიც შეგიქმნით,“ – მიმართა ბოკერიამ მდინარაძეს.
ცნობისთვის ბოკერიასა და მდინარაძეს შორის დღეს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
“აუცილებლად უნდა ვუპასუხო გიგა ბოკერიას და შევეცდები მაქსიმალურად ზრდილობიანად გავაკეთო ეს ყველაფერი. კაცი რომ იქაჩები რაღაცებს და მერე უკანა კარიდან გადიხარ სიტყვითაც და პირდაპირი მნიშვნელობითაც, იქ დამთავრებულია ყველაფერი – ასე მიმართა პარლამენტის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები