მდინარაძე ბოკერიას: კაცი რომ იქაჩები რაღაცებს და მერე უკანა კარიდან გადიხარ, იქ დამთავრებულია ყველაფერი

აუცილებლად უნდა ვუპასუხო გიგა ბოკერიას და შევეცდები მაქსიმალურად ზრდილობიანად გავაკეთო ეს ყველაფერი. კაცი რომ იქაჩები რაღაცებს და მერე უკანა კარიდან გადიხარ სიტყვითაც და პირდაპირი მნიშვნელობითაც, იქ დამთავრებულია ყველაფერი, – ასე მიმართა პარლამენტის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას.
მამუკა მდინარაძემ “ევროპული საქართველო” ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში დაადანაშაულა.
“პრორუსული ძალა კი არა, თქვენ ხართ რუსული ძალა. თქვენი გუნდის მმართველობის განმავლობაში აკეთეთ რუსული საქმე. ავტოკრატიულობის მსგავსებიდან დაწყებული რუსული საქმე აკეთეთ. მოუსმინეთ რა თქვა ამ კაცმა? რაც რეზოლუციებში წერია, მხარი რომ დაუჭირეს რეზოლუციას და რაც იქ წერია და ასე იყოო, რომ დაუდასტურეს, ეს არ არის მართალი, მე რასაც ვამბობ ის არის მართალი და ის ინდა დაიჯეროთო. ეს არის ამათი დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტი.
აუცილებლად უნდა ვუპასუხო გიგა ბოკერიას და შევეცდები მაქსიმალურად ზრდილობიანად გავაკეთო ეს ყველაფერი. კაცი რომ იქაჩები რაღაცებს და მერე უკანა კარიდან გადიხარ სიტყვითაც და პირდაპირი მნიშვნელობითაც, იქ დამთავრებულია ყველაფერი და ესეც ორმაგი სტანდარტია. ორმაგ სტანდარტზე გავაგრძელებ. აქ, მიკროფონში მეტს არ ვიტყვი. ორმაგი სტანდარტია, რომ თქვენი დანაყოფები, „ევროპული საქართველო” და საკუთრივ „ნაციონალური მოძრაობა”, თავს უწოდებთ პროდასავლურს, მოუწოდებთ პროდასავლურ ძალებს კოალიციაში არ შევიდნენ 2020 წელს “ქართულ ოცნებასთან” და თქვენი გენერალური მდივანი, გიგი უგულავა ამბობს, რომ შეეკვრება პრორუსულ ძალებს, ოღონდ ეს ხელისუფლება დაამხოს და დაამარცხოს. ეს ერთი ინდიკატორი. მეორე, დადარაჯებული არიან ეს ადამიანები, რომ ვინმეს რამე წამოსცდეს ომის თემაზე. რომ მისი ინტერპრეტაცია მოახდინონ და მეორე მხრივ, ორივე შტო ნაცმოძრაობის ასე ხმაშეწყობილად რეზოლუციის მხარდაჭერას, ომის შედეგებს, თითქოს „ქართულ ოცნებას” დაეკარგოს ტერიტორიები და „ქართულ ოცნებას” შეეწყოს ხელი და ყველაზე საშინელ დანაშაულს ტავის მმართველობის პერიოდში ჩადენილს, აქეთ ამისამართებენ. მესამე, ვითომ ეთანხმებით პრაგმატულ პოლიტიკას და დასავლურ მხარდაჭერას ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. და ამ დროს, კვარტალში ერთხელ შემოაგდებთ ისეთ თემას, სპეკულაციურს აბსოლუტურად, რომლის შედეგები შეიძლება დამაზიანებელი იყოს მხოლოდ და მხოლოდ ქართული სახელმწიფოსთვის და არა ოკუპანტი სახელმწიფოსთვის. ემიჯნებით ვითომ “ნაციონალურ მოძრაობას”, მაგრამ ერთად მავნებლობთ ტყუილებით და ტყუილებზე აგებული პიარსტრატეგიით ხართ დაკავებული. შემდეგი თემა. ერთის მხრივ ლაპარაკობთ დასავლურ ღირებულებებზე და კომიტეტზე გიგა ბოკერია შეურაცხყოფას აყენებს და განადგურებით ემუქრება სოფო ქაცარავას. მერე გამოხვალთ და დასავლურ ღირებულებებზე და მაღალ მატერიებზე ლაპარაკობთ ისეთი პათოსით, თითქოს მართლები იყოთ და გჯეროდეთ თვითონვე რასაც ლაპარაკობთ. გმობთ ხოლმე სპეკულაციურ განცხადებებს და ისეთი პათოსით გამოდიხართ აქაც, თითქოს ეს სპეკულაციები ძალიან გაღიზიანებთ და ამ დროს, რამდენიმე დღის წინ გამოვიდა პრემიერ-მინისტრი, პენსიების ზრდაზე და შესაბამის რესურსზე ილაპარაკა და მეორე, მესამე დღეს გამოდის თქვენი ლიდერი და ხელისუფლებას უნდა ვაიძულოთ, პენსიები გავზარდოთო. სპეკულაციის მეტი ხარისხი ალბათ წარმოუდგენელია. გვარამია, თქვენი სულიერი ძმა, მეორე შტოდან, პროდასავლურობაზე ლაპარაკობს და აქაც აკრძალვებს და სამომავლო ბულინგს ეწევა, 2020 წლისთვის პრევენციას აკეთებს და ამ დროს, „პატრიოტთა ალიანსის” ყოფილი მთავარი დამფინანსებლისგან იღებს დღეს დაფინანსებას და იმის ბაზაზე რაღაცებს აკეთებს. ჭიაბერაშვილსაც უნდა ვუპასუხო აუცილებლად. რომ გამოვიდა უსმენდით რა თქვა? შოკირებული ვარო, რაც მოვისმინე იმ განცხადებებითო. და განცხადებები შეეხებოდა განათლებას, პირველკლასელებს, რეგიონების განვითარებას და ჩვენი მოჭიდავეების გამარჯვებას და შოკი მოგვარა ამან ჭიაბერაშვილს. შოკს გვრით, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არ არის თქვენი ინტერესის სფერო და ობიექტი. ეს ყველაფერი არის თქვენთვის ცუდი, იმიტომ, რომ ამ თემებზე თქვენ არ გინდათ ლაპარაკი, სიღრმეებზე თქვენ არ გინდათ ლაპარაკი, გჭირდებათ მხოლოდ ორმაგი სტანდარტები და ტყუილზე აგებული კამპანია, რომ რამენაირად საზოგადოებას მოატყუოთ. არ ტყუვდება ეს საზოგადოება. ყველა არჩევნებს მაინც აგებთ, ასევე წააგებთ და იცით, რა იქნება პოლიტიკური განადგურება, ბოკერიას გადატანა რომ უნდა ისრების და გამოსწორება თავისი მარგინალური საუბრების? 2020-ში მიმსგავსებულ შედეგებსაც ვერ მიიღებთ, რაც მიიღეთ აქამდე. ამიტომ გარანტიას გაძლევთ, ყველას ექნება თავისი სახელი და მართლა მისასალმებელია ეს ყველაფერი და პოლიტიკურად მართლა განადგურდებით, იმიტომ, რომ იმსახურებთ და ხალხის ხელით გაკეთდება ეს ყველაფერი”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები