გამოკითხულთა რამდენი პროცენტი უჭერს მხარს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანებას – NDI კვლევის შედეგებს აქვეყნებს

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის ფარგლებში დასმულ კითხვაზე: მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 78 პროცენტი ამბობს, რომ მისაღებია, 14 პროცენტი პასუხობს, რომ მიუღებელია, 8 პროცენტი კი აღნიშნავს, რომ არ იცის.
რაც შეეხება ნატოში გაწევრიანების საკითხს, კითხვაზე მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატოს წევრი, გამოკითხულთა 71 პროცენტი აცხადებს, რომ მისაღებია, 17 პროცენტი ამბობს, რომ მიუღებელია, 11 პროცენტი კი აღნიშნავს, რომ არ იცის.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები