ზურაბ ნასარაიამ გურიის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

გურიის გუბერნატორი – ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი ხელისუფლების  წარმომადგენლებთან ერთად  ლანჩხუთის და ძიმითის სკოლებს ეწვია, სადაც მოსწავლეებს და პედაგოგებს სწავლის დაწყება მიულოცა.

„ჩვენი რეგიონის მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ. განსაკუთრებით  ჩვენს პირველკლასელებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებს წარმატებებს და ნათელ მომავალს ვუსურვებ“,- აღნიშნა ზურაბ ნასარაიამ.

მიმდინარე წელს გურიის რეგიონში, 35 საჯარო სკოლას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლაში კეთილმოეწყო ეზო და საბავშვო მოედანი, ასევე სოფელ ძიმითის სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. 2018-2019 წლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის  2 220 000 ლარი დაიხარჯა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები