მიხეილ ბატიაშვილი: გპირდებით, რომ ძალისხმევას არ დავიშურებ განათლების სისტემის რეფორმირებისა და განვითარებისთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
“ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, პედაგოგებო და მშობლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
დღეიდან თქვენს ცხოვრებაში კიდევ ერთი საინტერესო ეტაპი იწყება.
გისურვებთ დიდი მონდომებით შეუდგეთ შემეცნებისა და ცოდნის დაუფლების პროცესს.
მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენი განათლება წარმატების, ასევე ქვეყნის ერთიანობისა და სიძლიერის საფუძველია.
მე, როგორც მინისტრი, გპირდებით, რომ ძალისხმევას არ დავიშურებ განათლების სისტემის რეფორმირებისა და განვითარებისთვის, რათა თითოეულ თქვენგანს სწავლისა და შრომის ღირსეული, თანამედროვე პირობები შეგიქმნათ.
შემოქმედებით და საინტერესო სასწავლო წელს გისურვებთ! – ნათქვმია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები