ხობში ტრაქტორის ქვეშ მოყოლილი მამაკაცი გარდაიცვალა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში  ტრაქტორის, ე.წ. მოტობლოკის ქვეშ 63 წლის მამაკაცი მოყვა, რომელიც შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა.
მეზობლების ინფორმაციით, უბედური შემთხვევის დროს ტრაქტორი ქვიშით იყო დატვირთული.
ხობის მუნიციპალიტეტის მერის რწმუნებული შუა ხორგაში, ვალერიან ქაცარავა “კვირასთან” უბედური შემთხვევის დეტალებს ყვება.
„დილით 8 საათზე წასულა სახლიდან მდინარე ხობისწყალთან ქვიშის მოსატანად, როდესაც დატვირთული უკან ბრუნდებოდა, გადაუბრუნდა ტრაქტორის უკანა მისაბმელი, რომელიც ქვიშით იყო დატვირთული. გამოსვლა კი ვერ მოახერხა და დაიღუპა სამწუხაროდ. მას შემდეგ, რაც ძალიან შეაგვიანდა ცოლმა მოიკითხა მეუღლე და სწორედ ამ ფაქტს თავად შეესწრო, კივილის ხმაზე  პირველი მე მივედი. ის უკვე ადგილზე გარდაცვლილი იყო. გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება, პოლიცია თუმცა ვერაფერი ვერაფერი ვუშველეთ”,- განაცხადა ვალერიან ქაცარავამ.
როგორც შს სამინისტრომ „კვირას“ განუცხადა, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები