ლეჩხუმელ ბებიას, რომელიც დედისგან მიტოვებულ 5 შვილიშვილს ზრდის, მერია ოცნების ასრულებას დაპირდა

7 წლის წინ, დედამ 5 შვილი ქმრისა და მოხუცი ბებია-ბაბუის ანაბარად დატოვა და დღემდე არ ჰქონია მცდელობა შვილებს დაეკონტაქტოს, თუმცა როგორც ბებია გვიყვება, ამ დროისთვის აღარც შვილებს სურთ მისი სახელის ხსენება.
“14 წლისა იყო, როცა ჩემმა შვილმა ლაშამ ცოლად შეირთო, მთლად ბავშვი იყო, რომ იტყვიან, აქ გაიზარდა, მერე 5 შვილი გააჩინა, პატარა ბიჭი წლინახევრისა იყო, როცა რძალმა სხვა შეიყვარა და ბავშვები მიატოვა, იმ ღამეს ყველა ვეძებდით -ოჯახი და სოფელი, ბოლოს გავიგეთ რაც გვჭირდა, 5 შვილი ყავდა, შვილო და ვერ გავიმეტეთ, ვაპატიეთ, გადავყლაპეთ ყველაფერი და უკან მოვაბრუნეთ, მაგრამ ამაოდ….მაინც წავიდა და 5 შვილი დაგვიტოვა საპატრონოდ..
სულ პატარა მაშინ წლინახევრისა იყო. მე მაშინ მოვკვდი, როცა ერთ დღეს ეზოში გამოსულმა ძაღლზე მიწოვებული ჩვენი პატარა ბიჭი დავინახე, ამის ფოტოც არსებობს..
​ჩემი ერთადერთი ნატვრა ჩემი ბავშვების კარგად ყოფნაა, მატერიალურს რაც შეეხება, მხოლოდ სარეცხი მანქანა მინდა, აღარ შემიძლია უკვე ხელით რეცხვა, შვილო”, – ამბობს ვალიდა ლეთოდიანი.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მიხეილ მეშველიანი “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი ამ ოჯახს ყველანაირად ეხმარება და ისინი განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობენ. ამასთან, მეშველიანი ვალიდა მეთოდიანს დაპირდა, რომ მას აუცილებლად ექნება სარეცხი მანქანა.

“ჩვენ პირველ რიგში, ადამიანურად შეგვტკივა გული ამ ოჯახზე. მატერიალურ დახმარებას რაც შეეხება, ჩვენ მათ ყველანაირად ვეხმარებით. ყველა სახის სოციალურ აქტივობაში არიან ჩართულები და ისინი განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობენ, ამ შემთხვევაში.
მე ვპირდები, რა თქმა უნდა ჩვენი მერიის დახმარებით, რომ ვალიდა მეთოდიანს აუცილებლად ექნება სარეცხი მანქანა”, – ამბობს მიხეილ მეშველიანი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები