რატი იონათამიშვილის და სოფო კილაძის ინიციატივით შშმ ქალების ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მოკვლევის ფარგლებში, საქართველოს რამდენიმე რეგიონში, მათ შორის მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, შშმ ქალებთან, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ჩატარდება ინტერვიუები, შეხვედრები და მოსმენები. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოკვლევის შედეგად დაიწერება ანგარიში, სადაც წარმოდგენილი იქნება პრობლემების ანალიზი და კონკრეტული რეკომენდაციები სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის მიმართ.
თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფში ჩართული არიან, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე თავად შშმ პირები. ჯგუფი საბოლოო რეკომენდაციებსა და ანალიზს 2 თვის ვადაში მოამზადებს.
​საკომიტეტო მოკვლევის პროცესი ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები