პაპუაშვილი: მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომ სასამართლო თავისუფლად იმუშავებს

მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომ სასამართლო თავისუფლად იმუშავებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პაპუაშვილმა კომენტარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით გააკეთა.
„რაც შეეხება იმას, ვის მივცემ და ვის არ მივცემ ხმას, ამასთან დაკავშირებით დეპუტატებს კიდევ აქვთ დრო, რომ განხილვაში მივიღოთ მონაწილეობა, ძალიან სიღრმისეულად.გადაწყვეტილების მიღება ამის შემდეგ მოდის. გადაწყვეტიელბის მიღებაში ჩემს თავთან ვიქნები პასუხისმგებელი, არავინ მაძალებს, არანარი ზეწოლა არ არის, რომ მაინცდამაინც ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღო. გადაწყვეტიელბაში თავისუფლები ვართ.
რაც შეეხება ვნებათაღელვას, ვისგან მოდის ვნებათაღელვა? რას ნიშნავს? ვინ გვკარნახობს როგორ უნდა ავირჩიოთ, თუ არ ავირჩიოთ ესა თუ ის პიროვნებები. ამაზე ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ.
მე მაინც მგონია, რომ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომ სასამართლო თავისუფლად იმუშავებს „- განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვისა და მათთან გასაუბრების პროცესი იწყება.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის 20-კაციანი სია და მათთან დაკავშირებული ინფორმაცია პარლამენტს გასულ კვირას გადაუგზავნა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლის ამოცანაა, ხელი შეუწყოს კანდიდატების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები