არტურ რემბოს „პირადი მიმოწერა” – ქეთევან კოკოზაშვილთან შეხვედრა გაიმართება

12 სექტემბერს, 19:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფონდი ქეთევან კოკოზაშვილს უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, წიგნში „პირადი მიმოწერა“ წარმოდგენილია წერილები, რომლებიც ძალიან დიდი ინტერესით იკითხება და იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ზოგიერთ გამოცემაში არტურ რემბოს პოეზიასთან ერთად არის შეტანილი. ამ წერილებმა, თავის მხრივ, პოეტის გარდაცვალების შემდეგ გამოიწვია არაერთი მიმოწერა და მძაფრი პოლემიკა.
ჯერ კიდევ თექვსმეტ-ჩვიდმეტი წლის რემბო შარლევილიდან ეხმიანება ცნობილ პოეტებს, თავს აცნობს, ლექსებს უგზავნის. ორი წერილი ცნობილია ,,ნათელმხილველის“ სახელწოდებით, მათში საუბრობს პოეზიის შესახებ და ერთგვარ პოეტურ კონცეფციას აყალიბებს. ,,პოეტობა მსურს, ნათელმხილველობა მწადია, უზარმაზარი ტანჯვა-წამებაა, მაგრამ ძლიერი უნდა იყო, პოეტად უნდა იყო დაბადებული“,- წერს იგი ერთ-ერთ წერილში და სწორედ ეს არის მთავარი სათქმელი.
არტურ რემბოს პოეტურ-ეპისტოლარული ჩანაწერები, უპირველესად, საინტერესოა მისი პოეზიის, მისი პოეტური ხედვის უკეთ გაგებისთვის.

მის: სულხან ცინცაძის 63.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები