ავარია ბათუმში – გზის გადაკვეთისას ქალს ავტომობილი დაეჯახა

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე ქალს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო დახმარებამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
როგორც თვითმხილველები “კვირას” უყვებიან, შემთხვევის დროს ქალი გზის გადაკვეთას ცდილობდა, თუმცა მას ზებრა გადასასვლელით არ უსარგებლია.
შემთხვევის გამო რუსთაველის ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეფერხებულია.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები