ბზობის დღესასწაულს ირაკლი ფარჯიანმა მიუძღვნა ფერწერული ტილო – „უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში“. სოციალურ ქსელში ვრცელდება ჯუბა ღებელის ბზობისადმი მიძღვნილი ლექსიც.
ბ ზ ო ბ ა
წლეულს ბევრი შემოსულა
(ვკრიფოთ, ჩვენი რა მიდის),
ზეთისხილი, ზეთისხილი,
ბაღში სემირამიდის…
ხვალ იესოს ჯვარს აცვამენ,
ხვალე,
ხვალე,
ხვალემდე…
ჩვენც მიგვყრიან საყურებლად,
დიდ ცოდვაში გაგვხვევენ!..
ვინ ბარაბა, ვინ პილატე,
ვინ, ვინ იცის შენსავით,
ხარ ამ ცის და დედამიწის,
ამ სამყაროს მძევალი…
ამზადებენ ურწმუნონი
ჯვარს – შენს ბოლო სარეცელს,
შინაურნი,
შინაურნი,
შინაურნი
გაგცემენ!..
მოაქვთ ბზა და
ფენენ გზად და
უნდა შეხვდნენ მაცხოვარს,
ეს დარჩებათ,
ეს დარჩებათ,
საუკუნო სახსოვრად…
წლეულს ბევრი შემოსულა
(ვკრიფოთ, ჩვენი რა მიდის),
ზეთისხილი,
ზეთისხილი,
ბაღში სემირამიდის…
…………….
ჯუბა ღებელი
კომენტარები
კომენტარი