“გარდატეხის ასაკი არის პერიოდი, როცა ბავშვი ყველაზე მეტად არ ჰგავს საკუთარ თავს და სწორედ ამ დროს სჭირდება მშობელი ყველაზე მეტად” – პედიატრი
“გარდატეხის ასაკი (პუბერტატი) არ არის მხოლოდ ჰორმონების ქაოსი – ეს არის პერიოდი, როცა ბავშვი ცდილობს, დაამკვიდროს საკუთარი “მე” – ეს გზა იშვიათად არის მშვიდი”, – ამის შესახებ პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“რა ხდება ამ დროს?
იწყება ჰორმონალური ცვლილებები ემოციური მერყეობით
იმპულსურობა
იდენტობის ძიება
წინააღმდეგობა მშობლის მიმართ – სამაგიეროდ, თანატოლების გავლენის ზრდა, ავტორიტეტის ცვლილება ყველაზე ხშირი პრობლემაა!!!
ხასიათის უეცარი ცვლილება
ჩაკეტვა ან აგრესია
სწავლაზე ინტერესის შემცირება
თვითშეფასების კრიზისი
ეკრანებთან გადაჭარბებული დროით ყოფნა
კონფლიქტები ოჯახში.
ეს არ ნიშნავს „ცუდ აღზრდას“ – ეს ხშირად ნორმალური განვითარების ნაწილია.
რა შეცდომებს ვუშვებთ მშობლები?
მუდმივი კონტროლი, კრიტიკა და შედარება (სხვა ბავშვებს შეხედე), ბავშვის ემოციების გაუფასურება – “მე უკეთ ვიცი”პოზიცია.
როგორ უნდა მოვიქცეთ?????
შევინარჩუნოთ მშვიდი კომუნიკაცია (მაშინაც კი, როცა რთული მდგომარეობაა)
შევძლოთ მოსმენა განსჯის გარეშე
მოვახდინოთ საზღვრების დაწესება, მაგრამ – სიყვარულით
შევძლოთ პირადი სივრცის პატივისცემა
საჭიროა მაგალითის მიცემა, არა მხოლოდ მოთხოვნა.
როდის გვჭირდება სპეციალისტის ჩარევა????
თუ ვხედავთ:
ხანგრძლივ დეპრესიულ განწყობას
თვითდაზიანების ან სუიციდური ფიქრების ნიშნებს
მკვეთრ ქცევით ცვლილებებს
იზოლაციას ან სერიოზულ კონფლიქტებს.
ასეთ დროს პედიატრი, ფსიქოლოგი ნევროლოგი ან ფსიქიატრი არის მხარდაჭერა, აუცილებლად!!
გარდატეხის ასაკი არის პერიოდი, როცა ბავშვი ყველაზე მეტად არ ჰგავს საკუთარ თავს და სწორედ ამ დროს სჭირდება მშობელი ყველაზე მეტად.
რა უნდა ვაკონტროლოთ ფიზიკური და სომატური ჯანმრთელობის მხრივ:
სიმაღლე, წონა-დისბალანსი შეიძლება, მეტაბოლურ რისკებზე მიგვანიშნებდეს. პუბერტატის ეტაპები-ადრეული ან დაგვიანებული განვითარება საჭიროებს შეფასებას.
ჰორმონალური ფონის შესწავლა:
ფარისებრი ჯირკვალი, სქესობრივი ჰორმონები – კლინიკური ნიშნების მიხედვით
თუ მენსტრუალური ციკლი (გოგონებში) არარეგულარულია, მტკივნეული ან დაგვიანებულია ციკლი, არ უნდა დავაიგნოროთ, მიმართეთ ბავშვთა გინეკოლოგს.
კანის მდგომარეობა
აკნე ხშირად ფიზიოლოგიურია, მაგრამ ზოგჯერ ჰორმონულ დისბალანსზე მიუთითებს
ფსიქოემოციური მდგომარეობა
შფოთვა, დეპრესია, ძილის დარღვევა -ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური ჯანმრთელობა
ცხოვრების წესი.
მოწესრიგებული ძილი და კვება, ფიზიკური აქტივობა, ეკრანთან დროის შემცირება არის ჯანმრთელობის საფუძველი.
პუბერტატულ ასაკში სწორ დაკვირვებას შეუძლია, თავიდან აგვაცილოს მრავალი პრობლემა”, – წერს პედიატრი.