“ცალ ფეხზე მდგომი მონები დამოუკიდებლობის დღეს რომ რაღაცას გეგმავენ, ეს უკვე არნახული პოლიტიკური კურიოზია” – რატი იონათამიშვილი
“ჯერ ცალ ფეხზე მდგომი მონები დამოუკიდებლობის დღეს რომ რაღაცას გეგმავენ, ეს უკვე არნახული პოლიტიკური კურიოზია, მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც 26 მაისს „ნაცები“ რამეს გეგმავენ და ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ 26 მაისი არის მათი ერთ-ერთი ყველაზე შავი ლაქა, როდესაც სისხლის გუბეები დააყენეს რუსთაველის გამზირზე, ეს უკვე მათ უტიფრობას და ამორალურობას მიანიშნებს”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„მათ მხოლოდ საკუთარი ამორალურობის ჩვენება, საკუთარი გაარაფრება და თავის კიდევ უფრო სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ჩაგდება გამოსდით კარგად, ამას ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. რაც უფრო მეტს ცდილობენ, რომ იაქტიურონ, მით უფრო მძიმე მდგომარეობაში იყენებენ საკუთარ თავს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.