“იმდენი მავნებლობა, რასაც საქართველო წააწყდა ევროინტეგრაციის გზაზე – თანამდებობაზე მარტა კოსის მოსვლის შემდეგ, ჩვენს ურთიერთობებს არ ჰქონია” – ქართველიშვილი
“იმდენი მავნებლობა, რასაც საქართველო წააწყდა ევროინტეგრაციის გზაზე – თანამდებობაზე მარტა კოსის მოსვლის შემდეგ, ჩვენს ურთიერთობებს არ ჰქონია და ესეც დამაფიქრებელია. ვის ინტერესებში შედის ეს ყველაფერი? – მოსკოვის ინტერესებში”, – ამის შესახებ გადაცემაში „EURO ანატომია“ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა ისაუბრა.
„მას აქვს კონკრეტული მესიჯბოქსი, რომელსაც შეიმუშავებს ევრობიუროკრატია და ამ ლოზუნგებითა და დეკლარაციებით ელაპარაკება არა საქართველოს ხელისუფლებას, არა საქართველოს ხალხს, არამედ იმ უმცირესობას, რომელსაც მიიჩნევს ვირტუალურ საქართველოდ და რომლის ცალკეული წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ მარტა კოსს, ბრიუსელს, ნიდერლანდებსა და სხვა ევროპულ ქვეყნებს.
იმაზე მეტი სიმახინჯე და იმდენი მავნებლობა, რასაც საქართველო წააწყდა ევროინტეგრაციის გზაზე თანამდებობაზე მარტა კოსის მოსვლის შემდეგ, ჩვენს ურთიერთობებს არ ჰქონია და ესეც დამაფიქრებელია. ვის ინტერესებში შედის ეს ყველაფერი? – ეს ყველაფერი შედის მოსკოვის ინტერესებში“, – განაცხადა ქართველიშვილმა.
შეგახსენებთ, POLITICO-ს ინფორმაციით, ევროკომისარ მარტა კოსს კვლავ უყენებენ ბრალდებებს, რომ 1980-იან წლებში ის იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობდა.