“ვხედავთ, რომ მავნებელი სააკაშვილი არ ისვენებს და კვლავ რაღაც დეზინფორმაციას ავრცელებს პატრიარქთან დაკავშირებით” – ლევან მაჭავარიანი
“ვხედავთ, რომ მავნებელი სააკაშვილი არ ისვენებს და კვლავ რაღაც დეზინფორმაციას ავრცელებს პატრიარქთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მან მიხეილ სააკაშვილის მიერ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის შესახებ გამოქვეყნებული ფეისბუქპოსტი შეაფასა.
„რადიკალები ვისაც ემსახურებიან, მათი იდეოლოგია არის ულტრამემარცხენე, ფაშისტური იდეოლოგია, რომელიც ითვალისწინებს, რომ რწმენასთან, სამშობლოსთან და ოჯახთან კავშირი უნდა დააკარგვინონ. შესაბამისად ეს არის მათი დღის წესრიგი, თუმცა ამ ძალებმა დაინახეს, რომ მიუხედავად მრავალი ასეული მილიონისა, რომელიც დახარჯეს საქართველოში, არაფერი გამოუვიდათ. ჩვენს სარწმუნოებასთან და პატრიარქთან მიმართებით, არის აბსოლუტური ერთსულოვნება საქართველოში“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.