ჩხოროწყუში ხანძრის შედეგად, ორი სახლი მთლიანად დაიწვა

0

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში საცხოვრებელი ორსართულიანი და მის გვერდით მდგარი ერთსართულიანი სახლი  ხანძრის შედეგად, მთლიანად დაიწვა.  მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი ჯერ ერთსართულიან სახლს გაუჩნდა და ხანძარი  გვერდით მდგარ ორსართულიან შენობაზეც გადავიდა. ორივე სახლი სრულიად განადგურებულია, თუმცა მოხერხდა ავეჯისა და საოჯახო ტექნიკის მხოლოდ მცირედი ნაწილის გადარჩენა.

ხანძრის  სალიკვიდაციო სამუშაოებში,  სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ჩხოროწყუს სახანძრო-სამაშველო განყოფილების ორი და ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ერთი ეკიპაჟი მონაწილეობდა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის დათო გოგუას განცხადებით, მუნიციპალიტეტის მერია დაზარალებულ ოჯახს “ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების პროგრამის“ ფარგლებში, დახმარებას გაუწევს.

რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი