სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს ახსოვს 11 სექტემბრის 2977 მსხვერპლი

საქართველოს ახსოვს 11 სექტემბრის 2977 მსხვერპლი“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“ წერს.
„18 წლის წინ ქალაქი ნიუ-იორკი, აშშ-ის ხალხი და მთელი მსოფლიო შეძრა წარმოუდგენელმა ტრაგედიამ. ნიუ-იორკზე თავდასხმებმა შეცვალეს ისტორიის სვლა, თუმცა გააერთიანეს მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დღეს საქართველოს ახსოვს 11 სექტემბრის 2977 მსხვერპლი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები