რატი იონათამიშვილი: ზვიად კორძაძის პრესკონფერენციიდან გავიგეთ, რომ ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, ადამიანებს თითის ანაბეჭდი ჰქონიათ, სხვა დასკვნის გამოტანა შეუძლებელია

0

ზვიად კორძაძის პრესკონფერენციიდან ერთი მარტივი ჭეშმარიტება გავიგეთ, რომ ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, ადამიანებს თითის ანაბეჭდი ჰქონიათ. მისი განცხადებიდან სხვა დასკვნის გამოტანა ნამდვილად შეუძლებელია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში წერს და ,,თი ბი სი“ ბანკის დამფუძნებლების ადვოკატის, ზვიად კორძაძის, განცხადებას ეხმიანება.
,,სოციალური ქსელების მომხმარებლებმა იციან, რომ არსებობს ინტერნეტხუმრობა, რომელიც იწყება სიტყვებით, ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს… შემდეგ კი ამას ყოველდღიური ბანალური ჭეშმარიტება მოჰყვება. ჰოდა ზვიად კორძაძის პრესკონფერენციიდან ერთი მარტივი ჭეშმარიტება გავიგეთ, რომ ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, ადამიანებს თითის ანაბეჭდი ჰქონიათ. მისი განცხადებიდან სხვა დასკვნის გამოტანა ნამდვილად შეუძლებელია“,- აცხადებს რატი იონათამიშვილი

კომენტარები

კომენტარი