ნინო გოგუაძე: თბილისის მერიის საუკეთესო ინიციატივაა, საჯარო-კერძო პარტნიორობით, ქალაქის ურთულესი პრობლემის, შეჩერებული მშენებლობების საკითხის მოწესრიგება

თბილისის მერიასა და m2-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას დეპუტატი ნინო გოგუაძე დადებითად აფასებს.
“ადვილი წარმოსადგენია, რამდენ ადამიანს გაახარებს თბილისის მერიის და კომპანია m2-ის შეთანხმება, რითაც ხელი უნდა შეუწყონ თბილისში სამ მისამართზე, მირცხულავას ქუჩის #9-11, ნუცუბიძის ქუჩის # 125ა და ჭყონდიდელის ქუჩა #22, შეჩერებული მშენებლობების დასრულების პროცესს.
წლების მანძილზე საკითხი მოუგვარებელ პრობლემად გამოიყურებოდა და ათასობით დაზარალებული ადამიანი მშენებლებთან დაუსრულებელ მოლაპარაკებებში იყო ჩართული. დღეისთვის კი ამ პროექტით, რომელიც 30 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს, 2500 მაცხოვრებლის საკითხი უკვე გადაწყვეტილია და მობინადრეები საცხოვრებელ სახლებს ელოდებიან”, -განაცხადა გოგუაძემ.
შეგახსენებთ რომ თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია „m2 უძრავი ქონებას” შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის ფარგლებში, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ სამშენებლო კომპანია „სვეტის” მიერ დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების გზით. კერძოდ, მშენებლობა დაიწყება პროექტების შეთანხმებისა და სამშენებლო ნებართვების აღებისთანავე. მშენებლობა დასრულდება ნებართვების აღებიდან სამი წლის ვადაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები