ესტონეთში ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე გაასამართლეს

ესტონეთის საოლქო სასამართლომ რუსეთის მოქალაქეს ჯაშუშობის ბრალდებით 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
Postimees წერს, რომ მისი ვინაობა არ სახელდება.
ესტონეთის პოლიციამ რუსეთის მოქალაქის დაკავების შესახებ მაისში განაცხადა.
ესტონეთის სპეცსამსახურების პრესმდივანმა ხარის პუსეპმა საქმის დეტალების გასაჯაროებაზე უარი განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ გამოძიება გრძელდება.
ბოლო 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში რუსული სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის სულ მცირე 15 ადამიანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები