“მერიის ძალისხმევითა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით 2500 ოჯახი მიიღებს ბინებს, რომელსაც წლების მანძილზე ელოდებოდნენ”

0

პარლამენტის წევრი კახა კუჭავა მერიასა და m2-ს შორის მემორანდუმის გაფორმებას აფასებს.
“სასიხარულოა, როდესაც ვგებულობთ რომ წლების მანძილზე მოუგვარებელი პრობლმა გადაჭრილია.
“მერიისა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით მოგვარებული 2500 ოჯახის პრობლემა პირველი ნაბიჯია ქალაქში დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. თბილისში ეს საკითხი წლების მანძილზე ძალიან მწვავედ დგას და სასიხარულოა, როცა ვხედავთ კონკრეტულ შედეგებს ამ პრობლემის მოგვარების კუთხით. თბილისის მერიის ძალისხმევითა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით 2500 ოჯახი მიიღებს ბინებს, რომელსაც წლების მანძილზე ელოდებოდნენ და ბევრს ალბათ იმედი ქონდა ამოწურული რომ ჩაბარდებოდათ ბინები. თბილისის მერის მიერ დღეს დაანონსებული სიახლე კარგი მაგალითია თუ როგორ შეიძლება გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლა”, – აცხადებს კუჭავა.

კომენტარები

კომენტარი