სამშენებლო კომპანია m² „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახებისთვის სპეციალურ ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია „m² უძრავი ქონებას“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სამშენებლო კომპანია m² „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახებისთვის სპეციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
„აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების გზით.
სვეტის დაზარალებულმა მენაშენეებმა გთხოვთ პირადი შეტყობინების სახით მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და ჩაგინიშნავთ შეხვედრას.
შეკითხვა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ მეილზე: svetiinfo@m2.ge
ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე:
• ნუცუბიძის ქუჩის #125-ის დაზარალებულები: 588 88 00 10
• მირცხულავას ქუჩა #9-11-ის დაზარალებულები: 588 88 01 87
• ჭყონდიდელის ქუჩის #22-ის დაზარალებულები: 588 88 07 81
დაკავშირება დაიწყება 16 სექტემბრიდან და შეხვედრები დაინიშნება 23 სექტემბრიდან 2 თვის განმავლობაში, დაზარალებულებთან წინასწარ შეთანხმებული ინდივიდუალური გრაფიკის მიხედვით.
„სვეტის“ დაზარალებულებთან შეხვედრები გაიმართება თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზ. 35-ში მდებარე გაყიდვების ოფისში“, – ნათქვამია m²-ის მიერ გავრცელებულ სპეციალურ მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები