კახა კალაძესა და ლევან ხაბეიშვილს შორის შელაპარაკება მოხდა: თქვენი როგორ უნდა მეშინოდეს, როცა ასე იქცევით?

დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ოპოზიციონერ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილსა და თბილისის მერ კახა კალაძეს შორის შელაპარაკება მოხდა.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, ის მთავრობის სხდომაზე დასწრებას ითხოვდა, რაზეც უარი მიიღო. ხაბეიშვილი დედაქალაქის მერს დერეფანში გაესაუბრა და განუცხადა, რომ მასთან კითხვები აქვს.
ხაბეიშვილი აცხადებს, თბილისის მერი კომფორტულ ავეჯს ყიდულობს და თავისთვის ოთახებს ირემონტებს.
მან დედაქალაქის მერს “კორუმპირებული” უწოდა.
„ბატონო კახი, კითხვების რატომ გეშინიათ? 153 ათას ლარს თქვენი ოთახის გარემონტებაში რატომ იხდით? გორგოლაჭებიანი სკამების ყიდვა რომ გინდათ, ნორმალურია? ბოდიში მოუხადეთ დედაქალაქის მოსახლეობას, რომ გაყვლიფეთ ბიუჯეტი“, – მიმართა ხაბეიშვილმა კალაძეს.
საპასუხოდ კახა კალაძემ მას შემდეგნაირად მიმართა:
“თქვენი როგორ უნდა მეშინოდეს, როცა ასე იქცევით. შეურაცხყოფას აყენებთ მთავრობის სხდომაზე მყოფ ადამიანებს. თქვენ ვერ შემოხვალთ, ვიდრე ბოდიშს არ მოუხდით მთავრობის თითოეულ წევრს და იქნებით ასეთი გაფარჩაკებული”,- მიმართა კალაძემ ხაბეიშვილს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები