ირმა ინაშვილი: მთელი რიგი მიზეზების გამო, მთავრობის ამ შემადგენლობას მხარს არ ვუჭერთ

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, მთავრობის ამ შემადგენლობას ისინი მხარს არ დაუჭერენ. მისივე განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე მწვავე კითხვები იქნება.

„არ ვუჭერთ მხარს მთავრობის ამ შემადგენლობას, მთელი რიგი მიზეზების გამო. ყველა შეკითხვა დაისმება – შეკითხვები პოლიტიკურ ნაწილში, ეკონომიკის ნაწილში, სოციალურ სფეროსთან მიმართებაში და იქნება არაერთი მწვავე კითხვა ჩვენი მხრიდან. ყველაფერი გვაინტერესებს – გვაინტერესებს, როგორ აპირებენ ქვეყნის განვითარებას, საერთოდ, საით მიდის ეს ქვეყანა, გვაინტერესებს, როგორ აპირებენ ხალხის გამოყვანას სიღატაკიდან და გვაინტერესებს, რა პროგრამები არის, რეალისტური, ისე არა ჰაერში რომ სიტყვებს ისვრიან, რეალისტური პროგრამები, რაც მოკლე ვადებში დაეხმარება ადამიანებს, დაძლიონ სიღარიბე“, – აღნიშნა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები