თბილისის ზღვაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.