ლარი დოლართან მიმართებაში 0.0065 პუნქტით გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0065 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.9598 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის (4 სექტემბერი, 2019) მიხედვით 1 აშშ დოლარი 2.9660 ლარი ღირდა.
0.0056 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.2724 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2668 ლარი იყო.