ნიკოლოზ ანთიძე: „წელს იწყება ნიკო ნიკოლაძის მუზეუმის გამოცოცხლება“
წელს იწყება ნიკო ნიკოლაძის მუზეუმის გამოცოცხლება, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე და ფოტოებს აქვეყნებს.
„2015 წელს დაიწყო ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია და დასრულდა 2018 წელს (დაფინანსება სააგენტო და ფონდი „ქართუ“).
მუზეუმი სამართავად 2019 წელს გადმოეცა სააგენტოს.
წელს იწყება მისი გამოცოცხლება“, – წერს ნიკა ანთიძე.