საოკუპაციო ძალებმა სოფელ წნელისთან საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი და დროშა აღმართეს
საოკუპაციო ძალებმა სოფელ წნელისთან საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი და დროშა აღმართეს.
როგორც ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, 23 აგვისტოდან დღემდე „საქართველოს შსს-ს ქვედანაყოფები უკანონო ბლოკპოსტის მოწყობის სამუშაოებს აგრძელებენ”.
საქართველოს პროვოკაციული ქმედება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ნაწილის ანექსიისკენ არის მიმართული.
ადგილობრივების უსაფრთხოების საფრთხე იზრდება, რაზედაც მიუთითებს კვადროკოპტერის მისამართით გახსნილი ცეცხლი.
ჰუმანიტარული ოპერაცია მშვიდობიან ხასიათს ატარებს“,-ნათქვამია განცხადებაში.