ინდოეთში პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქებას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ინდოეთში, პენჯაბის შტატში პიროტექნიკის ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა.
გაზეთის Times of India -ს ინფორმაციით, 50-მდე ადამიანი, შესაძლოა, ქარხნის შენობაში იყოს ბლოკირებული, მიდმინარეობს სამაშველო ოპერაცია.
მედიის ინფორმაციით, ქარხანაში საქორწინო ცერემონიისთვის ასაფეთქებელ მოწყობილობებს ამზადებდნენ.