მოლდოვის პრეზიდენტმა დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარების კონცეფცია გაახმოვანა

მოლდოვის პრეზიდენტის იგორ დოდონის განცხადებით, მისმა ადმინისტრაციამ დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების ახალი კონცეფცია მოამზადა.
ამის შესახებ დოდონმა Der Spiegel-ს განუცხადა.
მისი თქმით, კონფლიქტის მოგვარებისთვის საჭირო პირობები რესპუბლიკაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ წარმოიქმნა.
დოდონი თვლის, რომ დნესტრისპირეთი, შესაძლოა, მოლდოვის განუყოფელი ნაწილი გახდეს იმ შემთხვევაში თუ მას ფართო ავტონომია მიეცემა.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონცეფცია უკვე შემუშავებულია, რომელიც ჩვენს პარტნიორებს კოალიციის ფარგლებში გადაეცემათ“, – აღნიშნა დოდონმა.
მოლდოვის პრეზიდენტი ამბობს, რომ კონცეფციის მოწონების შემთხვევაში მოლდოვა დნესტრისპირეტთან საგნობრივ მოლაპარაკებას დაიწყებს.
ამასთან, დოდონი ოპტიმისტურად არის განწყობილი, რადგან თვლის, რომ მისი ქვეყნისთვის ამჟამინდელი საერთაშორისო კონტექსტი ძალიან ხელსაყრელია.
„პრობლემის პოლიტიკური მოგვარება მალევე შეიძლება, ამის შემდეგ მოლდოვა პოსტსაბჭოთა სივრცის პირველი ქვეყანა გახდება, სადაც გაყინული კონფლიქტის გადალახვა მოხერხდება“, – აღნიშნა იგორ დოდონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები