გორში დევნილებისთვის  ახალი საცხოვრებელი კორპუსი შენდება

საქართველოს ოკიპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დევნილებისთვის ახლად აშენებული საცხოვრებელი კორპუსი შეიძინა. როგორც ,,კვირას” მინისტრის მოადგილემ, მამუკა ცოტნიაშვილმა განუცხადა, კორპუსი სახელწოდებით „ვარსკვლავი“ სამინისტრომ 2,56 მლნ ლარად კერძო მესაკუთრეებისგან შეიძინა და გათვალისწინებულია დევნილი ოჯახების იმ კატეგორიაზე, რომლებმაც სამართლებრივი გზით მოიპოვეს საცხოვრებლის მიღების უფლება.
„კორპუსი „ვარსკვლავი“ 38 დევნილ ოჯახზეა გათვლილი, აქედან სახეზე უკვე 25 დევნილი ოჯახი გვყავს, რომლებმაც მუდმივი საცხოვრებლის მიღების მოთხოვნით სასამრთლოს მიმართეს და გამოტანილი გადაწყეტილების საფუძველზე, ჩვენი სამინისტრო გადასცემთ მათ ბინებს. კორპუსის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სამუშაოებები, რათა თითოეულ დევნილ ოჯახს გადაეცეს კეთილმოწყობილი ბინები. კონკრეტტულად როდის მოხდება ბინების გადაცემა, ვერ გეტყვით“ , – განაცხადა მამუკა ცოტნიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები