დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში ქმარმა ცოლი მოკლა.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ კონფლიქტი უძღოდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის მიმართ.