ინდოეთში, შტატ მაჰარაშტრას პრემიერ-მინისტრის მოადგილის თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაიღუპა 5 ადამიანი

ინდოეთის შტატ მაჰარაშტრას პრემიერ-მინისტრის მოადგილე და ნაციონალისტური კონგრესის პარტიის ლიდერი, აჯიტ პავარი ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

გაზეთი Indian Express-ი სამოქალაქო ავიაციის გენერალურ დირექტორატზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა.

დეპარტამენტის ცნობით, პავარის გარდა, Learjet 45-ის ბორტზე იმყოფებოდნენ დაცვის თანამშრომელი, ბორტგამცილებელი და ორი პილოტი. გაზეთი იუწყება, რომ თვითმფრინავი ბარამატის აეროპორტში დაშვებისას ჩამოვარდა.

„მწუხარებას გამოვთქვამ ბარამატიში, მაჰარაშტრაში მომხდარი ტრაგიკული ავიაკატასტროფის გამო. ჩემი ფიქრები მათთანაა, ვინც ამ კატასტროფაში საყვარელი ადამიანები დაკარგა. ვლოცულობ მსხვერპლთა ოჯახებისთვის, ძალისა და გამბედაობისთვის, ამ ღრმა მწუხარების ჟამს“, – დაწერა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები