ილია ღუდუშაურს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო დაკავებულ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.
გამოძიების ინფორმაციით, ღუდუშაურის დაკავება სასწრაფო დახმარების მანქანების შესყიდვაზე 2022-23 წლების გამოცხადებულ ტენდერსა და მის უკანონოდ შეწყვეტას უკავშირდება.
ცნობისთვის, ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მაშინდელი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მოადგილე იყო. 2022 წლიდან 2024 წლის მარტამდე, ის უწყებაში საფინანსო-ეკონომიკურ მიმართულებას ხელმძღვანელობდა.