”ჩვენი პოზიცია არის, რომ ბრალს აღიარებს ილია ღუდუშაური და მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან” – ადვოკატი

”ჩვენი პოზიცია არის, რომ ბრალს აღიარებს ილია ღუდუშაური და მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ილია ღუდუშაურის ადვოკატმა, დიმიტრი მჭედლიშვილმა განაცხადა.

როგორც უფლებადამცველმა განმარტა, საკითხი კონკრეტულ შესყიდვებს ეხება.

„ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. ჩვენი პოზიცია არის, რომ ბრალს აღიარებს ილია ღუდუშაური და მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან. საკითხი ეხება კონკრეტულ შესყიდვებს. საქმის მასალებს სრულად არ გავცნობივარ. ახლა ავიღებ და მეტი დეტალის თქმა შემეძლება“, – განაცხადა დიმიტრი მჭედლიშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები