ავიაკომპანია Flynas ბათუმის მიმართულებით ფრენებს სექტემბრის ბოლომდე გააგრძელებს

საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე გასულ წელს შემოვიდა, რიადი-ბათუმი-რიადის მიმართულებით ოპერირებას სექტემბრის ბოლომდე გააგრძელებს.
როგორც “კვირას” სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან აცნობეს, ავიაკომპანია აღნიშნულ მიმართულებაზე რეგულარულ რეისებს 2019 წლის 2 ივნისიდან 31 აგვისტომდე ასრულებდა, ხოლო განახლებული განრიგის შესაბამისად, ფრენები რიადი-ბათუმი-რიადის საჰაერო ხაზზე 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. ავიარეისები დღეიდან კვირაში 3 სიხშირით (ოთხშაბათი, პარასკევი, კვირა) Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ Flynas-ს საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 2019 წლის 3 სექტემბერს მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები